вторник, 20 ноября 2012 г.

ბუასილის გამწვავება


  1. დიეტა. პირველი, რასაც უნდა მიაღწიოთ დიეტის მეშვეობით, ესაა კუჭის-ნაწლავის მოქმედებისა და განავლოვანი მასის კონსისტენიიც ნორმალიზაცია და ყაბზობისა დაფაღარათის მოხსნა. განავალი უნდა იყოს ფაფისებური, ან რბილი ძეხვისებრი და რეგულარული. საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ცხარე, მარილიანი, ცხიმიანი საკვები, სპირტიანი სასმელები. კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოსტნეული, ხილი, ქატო და ა. შ. ასევე საკმარისი რაოდენობით წყალი.
  2. ჰიგიენა. აუცილებლად ჩაიბანეთ ტუალეტისა შემდეგ.
  3. თბილი აბაზანა. სპინქტერის სპაზმის მოსახსნელად შეგიძლიათ მიიღოთ თბილი (არა ცხელი!) აბაზანა 10 – 15 წუთის განმავლობაში. გამოირიცხება ცხელი აბაზანის მიღება, ასევე საუნაც.
  4. ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა. დაავადების გამწვავების პერიოდში უკუნაჩვენებია აქტიური ფიზიკური დატვირთვები, სიმძიმეების აწევა, მძიმე ფიზიკური შრომა და სხვ.
  5. მედიკამენტები ინიშნება ექიმის დანიშნულებით. მედიკამენტური თერაპია მიმართულია ისეთი სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა, თრომბოზი, ანთება და  სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად. >>>>>>>>>>>>>>>>>>

ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა

ბუასილის (ჰემოროის)  მკურნალობა ადრეულ სტადიებზე კონსერვატიულია – ვარჯიში, დიეტა, მსუბუქი საფაღარათოები, სველი ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ, აბაზანები ცივი წყლით, სანთლები, ადგილობრივად – ანესთეზიური საშუალებები. მწვავე გართულებების დროს – კვანძების თრომბოზისა და ანთებების დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი, დიეტა, ადგილობრივად – გამაგრილებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები. კვანძების მნიშვნელოვანი გამოვარდნის დროს და სისხლდენებისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა. ავადმყოფის სტაციონარში მოთავსების აბსოლუტური ჩვენებაა ბუასილი,  გამოხატული ანემიითა და კვანძების მწვავე ანთებით.
>>>>>>>>>>>>>>>>

ბუასილის დიაგნოსტირების მეთოდები


ბუასილის დიაგნოსტირების მეთოდები:
– ანამნეზი
– პერიანალური მიდამოს ვიზუალური დათვალიერება
– პალპაცია
– რექტოსკოპული გამოკვლევა
– ანოსკოპია
– სიგმოიდოსკოპია
ანოსკოპია და სიგმოიდოსკოპია ყველაზე თანამედროვე მეთოდია ბუასილის დიაგნოსტიკისთვის ამ მეთოდებით შეაძლებელია სწორი ნაწლავის ვიზუალური კონტროლი  და ბუასილის დიფერენციალური დიაგნოსტიკა. თუმცა ეს გამოკვლევები არ ტარდება   თუ დაავადება მწვავე სტადიაშია. ასეთ დროს პაციენტს ენიშნება თერაპია, რაც ხსნის   გამწვავებას და მხოლოდ ამის შემდეგ  ტარდება ხარისხიანი გამოკვლევა, დისკომფორტის გარეშე. >>>>>>>>>