воскресенье, 13 января 2013 г.

პლევრიტი


პლევრიტი pleuritis

პლევრიტი (pleuritis) – პლევრის ანთება მის ზედაპირზე ფიბრინული ნადების წარმოქმნით ან ღრუში ექსუდაციით. ყოველთვის მეორადია და წარმოადგენს მრავალი დაავადების სინდრომს ან გართულებას, მაგრამ გარკვეულ პერიოდში შესაძლოა წინ წამოიწიოს კლინიკურ სურათში, ძირითადი დაავადების შენიღბვით.
პლევრიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ინფექციური პლევრიტების წარმოქმნა განპირობებულია სპეციფიკური და არასპეციფიკური ინფექციის გამომწვევების ზემოქმედებით; გამომწვევები აღწევენ პლევრაში კონტაქტურად, ლიმფოგენურად, ჰემატოგენურად, ასევე პლევრის ღრუს დაზიანების დროს. პლევრიტის განვითარების ხშირი მიზეზია შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (რევმატიზმი, სისტემურიწითელი მგლურა და სხვ.); ახალწარმონაქმნები, ფილტვის არტერიების თრომბოზები და თრომბოემბოლიები. პლევრიტების უმრავლესობა ალერგიული ბუნებისაა. ბლასტომატოზური პლევრიტის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სიმსივნისმეტასტაზებით ლიმფური კვანძების, ლიმფური და ვენური სისხლძარღვების ბლოკირებას,სიმსივნის ზრდისას მიმდებარე ორგანოებიდან – სეროზული საფარველის დესტრუქციას.Read the rest of this entry »

კანდიდოზი


ფილტვების კანდიდოზი

ფილტვების კანდიდოზი – ბრონქებისა და ფილტვების დაზიანება, გამოწვეული Candida სახეობის საფუარისებრი სოკოებით.
ფილტვების კანდიდოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. Candida სოკოები წარმოადგენენ საპროფიტებს, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე, ახდენენ პათოგენურ ზემოქმედებას ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის შესუსტების დროს (ქრონიკული დაავადებები, ავიტამინოზები, ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება). ფილტვების კანდიდოზი წარმოადგენს მეორად დაავადებას, განვითარებულს ბაქტერიული და ვირუსული ინფექცების, ტუბერკულოზის, ჩირქოვანი პროცესების ფონზე, ღრმა გრანულოციტოპენიისას; ხასიათდება პნევმონიური კერებით ცენტრში ნეკროზითა და ფიბრინოზული ექსუდაციით ალვეოლებში, რომლებიც გარს ერტყმის ნეკროზულ ზონას. შესაძლებელია მოხდეს ბრონქის კედლის ნეკროტიზირებაც. დაავადების შედეგია ფილტვების ფიბროზი ან ჩირქოვანი ღრუების წარმოქმნა. Read the rest of this entry »

ფილტვის ინფარქტი


ფილტვის ინფარქტი pulmonary infarction

ფილტვის ინფარქტი (pulmonary infarction) -  ვითარდება ფილტვის არტერიის თრომბით ან ემბოლით დახშობის შედეგად. ეს დაზიანება, უფრო ხშირად, დაკავშირებულია ქვემო კიდურების თრომბოფლებიტთან, რომელიც ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს. ფილტვისარტერიის მასიურმა ემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს უცაბედი სიკვდილი. ფილტვისინფარქტი შესაძლებელია განვითარდეს სისხლის შეგუბების ფონზე, შემდგომში ფილტვისარტერიის ტოტების თრომბოზის განვითარებით. Read the rest of this entry »

четверг, 10 января 2013 г.

ბროლის ამოვარდნილობა


ბროლის ამოვარდნილობა

ბროლის ამოვარდნილობა - თვალის ბროლის მთლიანი (ამოვარდილობა) და ნაწილობრივი (ქვეამოვარდნილობა) გადანაცვლება.
ბროლის ამოვარდნილობა - ეტიოლოგია, პათოგენეზი. ცინის ბოჭკოების თანდაყოლილი განუვითარებლობა, სისუსტე ან ნაწილობრივი არარსებობა; მათი გაგლეჯა ტრავმის ან დეგენერაციის შედეგად.
ბროლის ამოვარდნილობა - სიმპტომები, მიმდინარეობა. ბროლის ქვეამოვარდნილობის დროს აღინიშნება არათანაბარი წინა კამერა, ფერადი გარსის კანკალი, რეფრაქციის გადახრა მიოპიის მხარეზე, მხედველობის დაქვეითება. ოფთალმოკოპიით ჩანს ბროლის ნაპირები და თვალის ფსკერის გაორმაგებული გამოსახულება. ბროლის ამოვარდნილობა მინისებრ სხეულში მიმდინარეობს აფაკიის ნიშნებით და შესაძლებელია მიზეზი იყოს ირიდოციკლიტის ან მეორადი გლაუკომის. ტრავმის შემდეგ ბროლის ამოვადნილობის დროს იგი ჩანს ძალიან ღრმად წინა კამერაში ოქროსფერი-ზეთოვანი წვეთის სახით. როგორც წესი, ვითარდება მეორადი გლაუკომა. Read the rest of this entry »

მხედველობის ნერვის ატროფია


მხედველობის ნერვის ატროფია optic atrophy

მხედველობის ნერვის ატროფია – ეტიოლოგია. ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებები, თავის ტვინის, მისი გარსების და სისხლძარღვების დაავადებები, ზოგადი ინტოქსიკაციები, მემკვიდრეობითი  ფაქტორი.
მხედველობის ნერვის ატროფია – პათოგენეზი. ნერვული ბოჭკოების დესტრუქცია, მათი ჩანაცვლება გლიური და შემაერთებელი ქსოვილით.
მხედველობის ნერვის ატროფია
მხედველობის ნერვის ატროფია – სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენმხედველობის ნერვის პირველად და მეორად, ნაწილობრივ და სრულ, სტაციონარულ და პროგრესირებად ატროფიას. პირველადი ატროფიის დროს მხედველობის ნერვის დისკო მკრთალია მკაფიო საზღვრებით, აღინიშნება ბრტყელი ექსკავაციის წარმოქმნა, ბადურის არტერიული სისხლძარღვების შევიწროება; მხედველობა დაქვეითებულია. Read the rest of this entry »

ამბლიოპია


ამბლიოპია amblyopia

ამბლიოპია - მხედველობის ანალიზატორის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება. არჩევენ ამბლიოპიის შემდეგ ხარისხებს: დაბალი ხარისხის (სიმახვილე 0,8 – 0,4), საშუალო ხარისხის (0,3 – 0,2), მაღალი ხარისხის (0,1 – 0,05); ძალიან მაღალი ხარისხის (0,04 და ქვემოთ). ეტიოლოგიის ნიშნის მიხედვით არჩევენ ამბლიოპიის რამოდენიმე სახეს: დისბინოკულური, ობსკურაციული, ანიზომეტროპიული, რეფრაქციული, ისტერიული.
 ამბლიოპია
ამბლიოპია დისბინოკულარული – მხედველობის დაქვეითება ხილული ანატომიური ან რეფრაქციული საფუძვლის გარეშე. დისბინოკულური ამბლიოპია, როგორც წესი, ერთმხრივია და ვითარდება ბინოკულური მხედველობის დარღვევების შედეგად, ძირითადად მონოლატერალური სიელმის დროს. Read the rest of this entry »

среда, 9 января 2013 г.

სტომატიტი


სტომატიტი stomatitis

სტომატიტისტომატიტი - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, მათ შორის მწვავე ინფექციური (წითელადიფთერია,ქუნთრუშა), კანის (წითელი ბრტყელი ლიქენი, ექსუდაციური ერითემა და სხვ.), სისხლის (ლეიკოზი, აგრანულოციტოზი, ჰიპერქრომული ანემია და სხვ.) დაავადებების,ავიტამინოზების დროს.
აფთოზური სტომატიტი ეტიოლოგია, პათოგენეზი.ეპითელის ჩანასახოვანი შრის დაზიანება ჰერპესისვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. Read the rest of this entry »

პულპიტი


პულპიტი pulpitis

პულპიტი - კბილის პულპის ანთება, რომელიც ვლინდება ტკივილის შეტევებით.
პულპიტი -  ეტიოლოგია. კარიესული ღრუს მიკროფლორა, ქიმიური, მექანიკური და თერმული ტრავმები.
პულპიტი -  პათოგენეზი დაკავშირებულია კარიესული პროცესის პროგრესირებასთან და ანთებით რეაქციასთან; შესაძლებელია ინიფიცირება მწვერვალოვანი ხვრელიდან, მაგალითადპაროდონტის დაავადებების დროს. Read the rest of this entry »

вторник, 8 января 2013 г.

ფსორიაზი


ფსორიაზი

ფსორიაზი (psoriasis) - კანის ავტოიმუნური ანთებითი დაავადება, ქრონიკულიდერმატოზი, რომელიც მიმდინარეობს კანის, ზოგჯერ კი სახსრებისა და ფრჩხილების დაზიანებით; გადამდები არაა.
 ფსორიაზი
ფსორიაზი – ეტიოლოგია და პათოგენეზი ცნობილი არ არის. განსაკუთრებით გავრცელებულია ფსორიაზის წარმოშობის ვირუსული, მემკვიდრეობითი, ნევროგენული თეორიები. პათოგენეზში გარკვეული როლი ენიჭება იმუნოლოგიურ, ფერმენტაციულ და სხვა ბიოქიმიურ დარღვევებს. დაავადება აღინიშნება ნებისმიერ ასაკში; არაკონტაგიოზურია. Read the rest of this entry »

პრურიგო


 პრურიგო

პრურიგო (prurigo) - დაავადება ქავილით მიმდინარე დერმატოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათება შეშუპებული კვანძების წარმოქმნითა და ძლიერი ქავილით.
 პრურიგო
ბავშვთა პრურიგო (სტროფულუსი), აღინიშნება 5 თვიდან 5 წლამდე პერიოდში და ჩვეულებრივ წარმოადგენს ექსუდაციური დიათეზის კანისმიერ სინდრომს. სტროფულუსის განვითარება ხშირად განპირობებულია კვებითი სენსიბილიზაციით (რძე, შოკოლადი, თაფლი, მურაბა, კენკრა, კვერცხის ცილა, ხოცის ბულიონები და სხვ.), იშვიათად მისი მიზეზია წამლისმიერი სენსიბილიზაცია და ჭიით ინვაზია. გამონაყრის პირველადი ელემენტია კაშკაშა წითელი ფერის შეშუპებული კვაძი, რომლის ცენტრში ფორმირდება პატარა ბუშტუკი. Read the rest of this entry »

პიოდერმია


პიოდერმია

პიოდერმია - კანის ჩირქოვანი დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება მასში ჩირქმბადი მიკრობების შეღწევის შედეგად. წარმოადგენს კანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას.
 folliculitis_28639_lg
პიოდერმია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი – სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები.  პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოგენური დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი,სისხლის დაავადებები, ვიტამინების ცვლის დარღვევები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მოშლილობები, სიმსუქნე, ღვიძლის დაავადებები, ნევროპათიები და სხვ.), ეგზოგენურიზემოქმედებები და ხანგრძლვი მკურნალობა კორტიკოსტეროიდებითა და ციტოსტატიკებით. ეტიოლოგიური პრინციპის მიხედვით განასხვავებენ სტაფილოდერმიებსა და სტრეპტოდერმიებს, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან ზედაპირულ და ღრმა სახეებად. Read the rest of this entry »

კონტაგიოზური მოლუსკი


კონტაგიოზური მოლუსკი

კონტაგიოზური მოლუსკი - კანის ქრონიკული, ვირუსული ინფექცია; გვხვდება ძირითადად ბავშვებში. გამომწვევია ვირუსი, რომელიც პათოგენურია მხოლოდ ადამიანისათვის. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროს ან მოხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი – რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა.
ans7_molluscum

როზაცეა


როზაცეა rosacea

როზაცეა - დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულურ – პუსტულური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით.
 როზაცეა
როზაცეა - ეტიოლოგია  დადგენილი არ არის. Read the rest of this entry »

ტრიქოფიტია


ტრიქოფიტია trichophytosis

ტრიქოფიტია - კანისა და მისი დამანატების (თმები, ფრჩხილები) დაავადებაა; გამომწვევია Trichophyton – ის გვარის სოკოები. განასხვავებენ ზედაპირულ, ღრმა, დაჩირქებად ტრიქოფიტიებს. ზედაპირული ტრიქოფიტიების დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ადამიანები. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის შედეგად, უხშირესად ოჯახის, დახურული საბავშვო დაწესებულებების პირობებში. ღრმა ტრიქოფიტიის დასნებოვნების წყაროებია დაავადებული ცხოველები, მათთან უშუალო ან მათი ბეწვით დაბინძურებული საგნებთან კონტაქტი. ტრიქოფიტიის პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კანის ტრამვებს, მის სინოტივეს, ორგანიზმის დამცველობითი ძალების დარღვევებს.
 ტრიქოფიტია
ტრიქოფიტია - სიმპტომები გლუვი კანის ზედაპირული ტრიქოფიტია – მრგვალი ან ოვალური ფორმის, წვრილი ანთებითი, ჩვეულებრივ ერთეული ლაქები პერიფერიული ბალიშებით, რომლებზეც წარმოიქმნება ქერქებად გამშრალი ბუშტუკები; ლაქების ცენტრში ვლინდება აქერცვლა. ქავილი ჩვეულებრივ არ აღინიშნება. Read the rest of this entry »

ჭინჭრის ციება


ჭინჭრის ციება urticaria

otekkvinkeჭინჭრის ციება - ალერგიული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე ბებერების წარმოქმნით.
ჭინჭრის ციება - ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეტიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ჭინჭრის ციების განვითარებას, იყოფიან ეგზოგენურად და ენდოგენურად. ეტიოლოგიური ფაქტორები იწვევენ ქსოვილებში აქტიური ნივთიერებების დაგროვებას, რომლებიც ზრდიან სისხლძარღვთა კედლების განვლადობას, აფართოებენ კაპილარებს, რის შედეგიცაა დერმის დვრილისებრი შრის შეშუპება და ბებერების წარმოქმნა. Read the rest of this entry »

იქთიოზი


იქთიოზი ichthyosis

იქთიოზი - მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება კანის გენერალიზებული გარქოვანებით.
 იქთიოზი
იქთიოზი - ეტიოლოგია ცნობილი არ არის. განასხვავებენ რამდენიმე კლინიკურ ფორმას, განპირობებულს მუტანტური გენების სხვადასხვა ჯგუფებით, რომელთა ბიოქიმიური დეფექტი საბოლოოდ გაშიფრული არ არის. Read the rest of this entry »

დერმატიტი


დერმატიტი dermatitis

დერმატიტი -  კანის ანთებითი რეაქციები გარემოს გამაღიზიანებლების პასუხად. განასხვავებენ კონტაქტურ დერმატიტებსა და ტოქსიკოდერმიებს. კონტაქტური დერმატიტივითარდება გარეშე ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით კანზე, ტოქსიკოდერმიების დროს კი გამომწვევი თავდაპირველად აღწევენ ორგანიზმის შიგა გარემოში.
 კონტაქტური დერმატიტი
დერმატიტი - ეტიოლოგია, პათოგენეზი. დერმატიტების გამომწვევ გამაღიზიანებლებს აქვთ ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური ბუნება. ე. წ. ობლიგატური გამაღიზიანებლები იწვევენ მარტივ დერმატიტს ყოველ ადამიანში. მათ მიეკუთვნება ხახუნი, ზეწოლა, სხივური და ტემპერატურული ზემოქმედებები, მჟავეები, ტუტეები, ზოგიერთი მცენარე. ფაკულტატურული გამაღიზიანებლები კანის ანთებას იწვევენ მხოლოდ იმ პირებში, რომელთაც გააჩნიათ მომატებული მგრნობელობა – წარმოიქმნება ალერგიული (სენსიბილიზირებული) დერმატიტი. Read the rest of this entry »

ვიტილიგო


ვიტილიგო vitiligo

ვიტილიგო – კანის შედარებით იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება შეძენილი კეროვანი აქრომიით.
vitiligo
ვიტილიგო – ეტიოლოგია. დაავადება განპირობებულია კანის ცალკეული უბნების მიერ პიგმენტის გამომუშავების უნარის დაკარგვით მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზის არარსებობის გამო, რომელიც ახდენს პიგმენტის წარმოქმის კატალიზებას. დაავადების განვითარებაში გარკვეულს როლს ასრულებს გენეტიკური და ნეიროენდოკრინული ფაქტორები (ფსიქიკური ტრავმებითირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი და სასქესო ჯირკვალების დისფუნქცია). Read the rest of this entry »

ეგზემა


ეგზემა eczema

ეგზემა – კანის ზედაპირული შრეების ნერვულ – ალერგიული ხასიათის ანთება, რომელიც წარმოიქმნება გარეგანი ან შინაგანი გამაღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად; გამოირჩევა გამონაყრის პოლიმორფიზმით, ქავილითა და ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობით.
ეგზემა
ეგზემა – ეტიოლოგია ცნობილი არ არის.
ეგზემა – პათოგენეზი. კანის პოლივალენტური სენსიბილიზაცია, რის გამოც იგი არაადეკვატურად რეაგირებს სხვადასხვა ეგზოგენურ და ენდოგენურ ზემოქმედებებზე.სენსიბილიზაციას ხელს უწყობს სტრესული განცდები ენდოკრინოპათიები, კუჭ – ნაწლავისტრაქტის, ღვიძლის დაავადებები, ასევე ტერფების მიკოზი, ქრონიკული პიოკოკური პროცესები და ალერგიული დაავადებები. ბავშვთა ასაკში ეგზემა პათოგენეტიკურად დაკავშირებულია ექსუდაციურ დიათეზთან. Read the rest of this entry »