пятница, 13 ноября 2015 г.

ენზიმური ეპილაცია

ენზიმური ეპილაცია

ენზიმური ეპილაციის პროცედურების დროს იყენებენ თერმოთერაპიასა და ენზიმის შემცველ ნივთიერებას, რაც აფერხებს თმების ზრდას. ამ მეთოდს ცვილოვან ეპილაციასთან კომპლექსში მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ენზიმური ეპილაცია თანამედროვე ეპილაციის უახლესი მეთოდია. ენზიმის შემცველი პრეპარატების გამოყენება საშუალებას იძლევა, უმოკლეს ვადაში და თანაც, მტკივნეული  შეგრძნებების გარეშე, სულ რაღაც ერთი სეანსის დროს მოვიცილოთ არასასურველი თმები.
ენზიმური ეპილაციის ჩატარებამდე, ერთი დღით ადრე, აუცილებელია კანის სინჯის აღება. პროცედურის დროს, დასამუშავებელ კანზე უსვამენ ენზიმის შემცველ ნივთიერებას და შემოახვევენ სპეციალურ თერმობანდაჟს. ინფრაწითელი გამოსხივების მეშვეობით, ენზიმური პრეპარატი ღრმად შედის კანში, აღწევს თმის ბოლქვებამდე და ანადგურებს მას. ენზიმური ეპილაციის შემდეგ, ატარებენ ცვილოვან ეპილაციას. სეანსის ხანგრძლივობა 40–50 წუთია. მდგრადი ეფექტის მისაღებად საჭიროა 4–7 სეანსის ჩატარება. ამ მეთოდის გამოყენებისას დისკომფორტს მხოლოდ ცვილოვანი ეპილაციით გამოწვეული არასასიამოვნო შეგრძნებები ქმნის. იხილე ვრცლად >>>>
..
..

ფოტოეპილაცია

ფოტოეპილაცია

ფოტოეპილაცია ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე წარმატებით გამოიყენებოდა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში – კანისა და ფეხის ვენების მოსავლელად.ფოტოეპილაციის  პროცედურებით იშორებდნენ ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს. >>>
დღეისთვის, ფოტოეპილაცია ითვლება არასასურველი თმების მოშორების ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ საშუალებად. ფოტოეპილაციის მეთოდის გამოყენების პრინციპი ეფუძნება სხივური ტალღების თმაზე ზემოქმედებას. კანის შერჩეულ, 5 კვადრატული სანტიმეტრის მოცულობის უბანზე  იხილე ვრცლად >>>>
..
..

ელექტროეპილაცია

ელექტროეპილაცია 

მე–20 საუკუნეში ელექტროლიზის გამოგონებამ ხელი შეუწყო ელექტროეპილაციის შემდგომ განვითარებას. ამ მეთოდის პრაქტიკული გამოყენება დაიწყეს ევროპაში, მე–20 საუკუნის 40–იან წლებში. ელექტროეპილაციის პრინციპი გულისხმობს დენის თმის ბოლქვზე ზემოქმედებას, რის შედეგადაც თმა იწყებს ცვენას, შემდეგ კი აღარ იზრდება.
თხელი წვერის მეშვეობით ელექტროდენი აღწევს კანის გარკვეულ სიღრმეში და იწვევს თმის ბუდის დაშლას. ელექტროეპილაციის უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენებით ნებისმიერი ტიპის კანს სამუდამოდ აშორებენ თმას, რა ფერისაც არ უნდა იყოს იგი.  იხილე ვრცლად >>>>
..
..

ეპილაცია

ეპილაცია 

ეპილაცია თმების მოშორების ყველაზე თანამედროვე და ეფექტური საშუალებაა.ეპილაციის მეთოდი თმის ბუდეების დაშლას ეფუძნება.
ეპილაცია სხვადასხვა სახისაა: ელექტროეპილაცია, სხივური ეპილაცია, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ლაზერულ და ფოტოეპილაციად. დამხმარე სახით, დღეისთვის ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი და ენზიმური ეპილაციაც. როგორც წესი, ულტრაბგერითი და ენზიმური ეპილაციებს იყენებენ ეპილაციის ძირითადი საშუალებების ეფექტურობის გასაზრდელად.
ეპილაციის დამხმარე მეთოდების გამოყენების შედეგად, სასურველ შედეგს საკმაოდ მცირე დროში არწევენ. ამგვარი პროცედურების  ჩატარების შემდეგ, თმებს გასაზრდელად ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება;  იხილე ვრცლად >>>>
..
..