понедельник, 7 марта 2016 г.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია – ეს არის სახის გაახალგაზრდავება სხვადასხვა პრეპარატებისა და ვიტამინური კომპლექსების მიკროინექციებით. პრეპარატები წარმოადგენენ სპეციალურ ჰომეოპათიურ ,,კოქტეილებს“, რომლებსაც ამზადებენ მცენარეთა გამონაწვლილის ფუძეზე. მეზოთერაპია წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკური ამოცანების გადაჭრისას – გაახალგაზრდავება, თვალის  ქვემოთ შეშუპებების, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების, ნაოჭების მოცილება, სახის ფერის გაუმჯობესება და სხვ. პრეპარატი ძალიან მცირე დოზებით შეჰყავთ კანის შუა შრეში სპეციალური წვრილი ნემსებით.
არსებობს მეზოთერაპიის მეთოდი, რომლის დროსაც წამალი კანში შეჰყავთ აირის წნევით. ეს ე. წ. ,,უნემსო“ მეთოდია. პროცედურა ნაჩვენებია დაზიანებული და გაღიზიანებული ქსოვილებისათვის. დამატებით კანი მდიდრდება ჟანგბადით.

მეზოთერაპიის უკუჩვნებები:

მენსტრუაცია;
პრეპარატების ინდივიდუალური გადაუტანლობა;
ნაღვლკენჭოვანი დაავადება.