დერმატიტი dermatitis

დერმატიტი -  კანის ანთებითი რეაქციები გარემოს გამაღიზიანებლების პასუხად. განასხვავებენ კონტაქტურ დერმატიტებსა და ტოქსიკოდერმიებს. კონტაქტური დერმატიტივითარდება გარეშე ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით კანზე, ტოქსიკოდერმიების დროს კი გამომწვევი თავდაპირველად აღწევენ ორგანიზმის შიგა გარემოში.
 კონტაქტური დერმატიტი
დერმატიტი - ეტიოლოგია, პათოგენეზი. დერმატიტების გამომწვევ გამაღიზიანებლებს აქვთ ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური ბუნება. ე. წ. ობლიგატური გამაღიზიანებლები იწვევენ მარტივ დერმატიტს ყოველ ადამიანში. მათ მიეკუთვნება ხახუნი, ზეწოლა, სხივური და ტემპერატურული ზემოქმედებები, მჟავეები, ტუტეები, ზოგიერთი მცენარე. ფაკულტატურული გამაღიზიანებლები კანის ანთებას იწვევენ მხოლოდ იმ პირებში, რომელთაც გააჩნიათ მომატებული მგრნობელობა – წარმოიქმნება ალერგიული (სენსიბილიზირებული) დერმატიტი. Read the rest of this entry »