ამბლიოპია amblyopia

ამბლიოპია - მხედველობის ანალიზატორის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება. არჩევენ ამბლიოპიის შემდეგ ხარისხებს: დაბალი ხარისხის (სიმახვილე 0,8 – 0,4), საშუალო ხარისხის (0,3 – 0,2), მაღალი ხარისხის (0,1 – 0,05); ძალიან მაღალი ხარისხის (0,04 და ქვემოთ). ეტიოლოგიის ნიშნის მიხედვით არჩევენ ამბლიოპიის რამოდენიმე სახეს: დისბინოკულური, ობსკურაციული, ანიზომეტროპიული, რეფრაქციული, ისტერიული.
 ამბლიოპია
ამბლიოპია დისბინოკულარული – მხედველობის დაქვეითება ხილული ანატომიური ან რეფრაქციული საფუძვლის გარეშე. დისბინოკულური ამბლიოპია, როგორც წესი, ერთმხრივია და ვითარდება ბინოკულური მხედველობის დარღვევების შედეგად, ძირითადად მონოლატერალური სიელმის დროს. Read the rest of this entry »