მხედველობის ნერვის ატროფია optic atrophy

მხედველობის ნერვის ატროფია – ეტიოლოგია. ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებები, თავის ტვინის, მისი გარსების და სისხლძარღვების დაავადებები, ზოგადი ინტოქსიკაციები, მემკვიდრეობითი  ფაქტორი.
მხედველობის ნერვის ატროფია – პათოგენეზი. ნერვული ბოჭკოების დესტრუქცია, მათი ჩანაცვლება გლიური და შემაერთებელი ქსოვილით.
მხედველობის ნერვის ატროფია
მხედველობის ნერვის ატროფია – სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენმხედველობის ნერვის პირველად და მეორად, ნაწილობრივ და სრულ, სტაციონარულ და პროგრესირებად ატროფიას. პირველადი ატროფიის დროს მხედველობის ნერვის დისკო მკრთალია მკაფიო საზღვრებით, აღინიშნება ბრტყელი ექსკავაციის წარმოქმნა, ბადურის არტერიული სისხლძარღვების შევიწროება; მხედველობა დაქვეითებულია. Read the rest of this entry »