პლევრიტი pleuritis

პლევრიტი (pleuritis) – პლევრის ანთება მის ზედაპირზე ფიბრინული ნადების წარმოქმნით ან ღრუში ექსუდაციით. ყოველთვის მეორადია და წარმოადგენს მრავალი დაავადების სინდრომს ან გართულებას, მაგრამ გარკვეულ პერიოდში შესაძლოა წინ წამოიწიოს კლინიკურ სურათში, ძირითადი დაავადების შენიღბვით.
პლევრიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ინფექციური პლევრიტების წარმოქმნა განპირობებულია სპეციფიკური და არასპეციფიკური ინფექციის გამომწვევების ზემოქმედებით; გამომწვევები აღწევენ პლევრაში კონტაქტურად, ლიმფოგენურად, ჰემატოგენურად, ასევე პლევრის ღრუს დაზიანების დროს. პლევრიტის განვითარების ხშირი მიზეზია შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (რევმატიზმი, სისტემურიწითელი მგლურა და სხვ.); ახალწარმონაქმნები, ფილტვის არტერიების თრომბოზები და თრომბოემბოლიები. პლევრიტების უმრავლესობა ალერგიული ბუნებისაა. ბლასტომატოზური პლევრიტის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სიმსივნისმეტასტაზებით ლიმფური კვანძების, ლიმფური და ვენური სისხლძარღვების ბლოკირებას,სიმსივნის ზრდისას მიმდებარე ორგანოებიდან – სეროზული საფარველის დესტრუქციას.Read the rest of this entry »