ფილტვების კანდიდოზი

ფილტვების კანდიდოზი – ბრონქებისა და ფილტვების დაზიანება, გამოწვეული Candida სახეობის საფუარისებრი სოკოებით.
ფილტვების კანდიდოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. Candida სოკოები წარმოადგენენ საპროფიტებს, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე, ახდენენ პათოგენურ ზემოქმედებას ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის შესუსტების დროს (ქრონიკული დაავადებები, ავიტამინოზები, ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება). ფილტვების კანდიდოზი წარმოადგენს მეორად დაავადებას, განვითარებულს ბაქტერიული და ვირუსული ინფექცების, ტუბერკულოზის, ჩირქოვანი პროცესების ფონზე, ღრმა გრანულოციტოპენიისას; ხასიათდება პნევმონიური კერებით ცენტრში ნეკროზითა და ფიბრინოზული ექსუდაციით ალვეოლებში, რომლებიც გარს ერტყმის ნეკროზულ ზონას. შესაძლებელია მოხდეს ბრონქის კედლის ნეკროტიზირებაც. დაავადების შედეგია ფილტვების ფიბროზი ან ჩირქოვანი ღრუების წარმოქმნა. Read the rest of this entry »