ბროლის ამოვარდნილობა

ბროლის ამოვარდნილობა - თვალის ბროლის მთლიანი (ამოვარდილობა) და ნაწილობრივი (ქვეამოვარდნილობა) გადანაცვლება.
ბროლის ამოვარდნილობა - ეტიოლოგია, პათოგენეზი. ცინის ბოჭკოების თანდაყოლილი განუვითარებლობა, სისუსტე ან ნაწილობრივი არარსებობა; მათი გაგლეჯა ტრავმის ან დეგენერაციის შედეგად.
ბროლის ამოვარდნილობა - სიმპტომები, მიმდინარეობა. ბროლის ქვეამოვარდნილობის დროს აღინიშნება არათანაბარი წინა კამერა, ფერადი გარსის კანკალი, რეფრაქციის გადახრა მიოპიის მხარეზე, მხედველობის დაქვეითება. ოფთალმოკოპიით ჩანს ბროლის ნაპირები და თვალის ფსკერის გაორმაგებული გამოსახულება. ბროლის ამოვარდნილობა მინისებრ სხეულში მიმდინარეობს აფაკიის ნიშნებით და შესაძლებელია მიზეზი იყოს ირიდოციკლიტის ან მეორადი გლაუკომის. ტრავმის შემდეგ ბროლის ამოვადნილობის დროს იგი ჩანს ძალიან ღრმად წინა კამერაში ოქროსფერი-ზეთოვანი წვეთის სახით. როგორც წესი, ვითარდება მეორადი გლაუკომა. Read the rest of this entry »